დედამიწის კლიმატური ისტორია
დედამიწის კლიმატური ისტორია ასობით მილიონ წელს მოიცავს. გასული 900 ათასი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხანგრძლივი დათბობისა და აციების მონაკვეთები, რომელიც გამყინვარებისა და ამ პროცესის შემდგომი დათბობის პერიოდების სახელითაა ცნობილი.მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანის ზემოქმედებით მიმდინარეობდა კლიმატზე გავლენა, თუმცა აღნიშნული პროცესი ადამიანისთვის შეუმჩნევლად წარიმართებოდა. XX საუკუნეში ადამიანის საქმიანობამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია, შესაბამისად დგება საკითხი ადამიანის მიერ კლიმატზე გაუფრთხილებელ გავლენაზე.
კლიმატზე გავლენას ახდენს გლობალური ხასიათის პროცესები, როგორებიცაა:
- მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, სინოტივის დაკარგვას და ატმოსფეროში მტვერიანობის გაზრდას;
- ტყეები განადგურება, განსაკუთრებით ტროპიკულისა, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე;
- საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც იცვლება ალბედო და მიმდინარეობს ნიადაგის ამოშრობა;
- ნამარხი ორგანული საწვავის წვა და ატმოსფეროში CO2 და CH4 შეღწევა.
ატმოსფეროში, როდესაც აღწევენ ნარჩენები, ხდება ატმოსფეროს შედგენილობის ცვლა, რასაც საბოლოოდ მოჰყვება რადიაციულ-აქტიური აირებისა და აეროზოლების ზრდა ატმოსფეროში. უკანასკნელი ორი პროცესი აძლიერებს სათბურის ეფექტს.
კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია მასშტაბურ ბუნებრივ ცვილებებთან. სამყაროში მიმდინარეობს მრავალგზის პროცესები, რომლებიც აფორმებენ კლიმატს.
- კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და მათი ორმხრივი განლაგება;
- მზის ნათების ცვლა;
- დედამიწის ორბიტის პარამეტრების შეცვლა;
- ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეცვლა;
- ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციის ცვლა;
- ოკეანის სიღრმეში არსებული სითბოს რაოდენობის ცვლა და სხვ.
Comments
Post a Comment