ტუპუნგატოს მყინვარი

ტუპუნგატო ჩამქრალი ვულკანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვულკანური ისტორია აქვს და ანდების სისტემას მრავალფეროვნებას სძენს. Აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6.7მილიონ ადამიანს. ტუპუნგატო არის სატურისტო ცენტრი,სადაც განვითარებულია მეღვინეობა,ალპინიზმი და ასე შემდეგ. Ყველაზე დიდ გავლენას მყინვარების დნობაზე კლიმატის ცვლილება ახდენს, რომელიც ანთროპოგენურადაა გამოწვეული და უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურად ლანდშაფტს.კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციით, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ანთროპოგენური ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს.ასევე არასწორი ურბანიზაცია,ბუნებრივი წყლის დაბინძურება ან მისი საშუალებით არასაჭირო,ზედმეტი მინარევების დამზადება, არასწორ ადგილას წყალსაცავების აგება. მეცნიერები შეჯერდნენ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს გავლენას გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდაზე.ყველაზე დიდი პრობლემა ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის არის ნახშირორჟანგის მომეტებული რაოდენობა ატმოსფეროში, რაც გამოწვეულია ბუნებრივი საწვავის, ტყეების გაჩეხვისა და სხვა მიზეზებით. თითოეული ეს ფაქტორი მონაწილეობს მიკროკლიმატის ჩამოყალიბების პროცესში და შემდგომში აყალიბებს გლობალურ კლიმატს. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია.მათ უმეტესობას ატმოსფერო ბუნებრივად შეიცავს, თუმცა ადამიანი თავისი საქმიანობის შედეგად ზრდის მათ კონცენტრაციას ,განსაკუთრებით კი ნახშირორჟანგის, მეთანის, აზოტის ოქსიდისა და ფტორირებული აირების. ტუპუნგატოს მყინვარის დნობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა საგრძნობლად იცვლება.იქაური მოსახლეობისთვის ამასთან შეგუება საკმაოდ რთულია,რადგან მათი უმრავლესობა აგროკულტურას და მეცხოველეობას მისდევს,რასაც მყინვარის ჩქარი დნობით ბოლო ეღება,შესაბამისად იქ მცხოვრები ხალხი უნდა შეეჩვიოს ამას ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვოს,რაც მიგრანტთა რაოდენობას გაზრდის.ნადირობა, თევზაობა, შემგროვებლობა და მეირმეობა აქ მცხოვრებთათვის საკვებისა და შემოსავლის ძირთადი წყაროა, ასევე დიდ როლს ასრულებს მათი ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაში.დნობა შეაფერხებდა ტურიზმსა და ლოკალურ მდგრად განვითარებას,ვინაიდან შეუძლებელი გახდებოდა ადგილობრივთა ეკონომიკური,სოციალური და კულტურული განვიტარება.აქედან გამომდინარე ვხედავთ თუ რამდენი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მყინვარის დნობამ. მნიშვნელოვანია რომ სასწრაფოდ შევაჩეროთ მყინვარების სწრაფი დნობა. მათი განადგურება არამარტო წყლის ნაკლებობას გამოიწვევს, არამედ ასევე გაზრდის ზღვის დონეს საგრძნობლად. თუ არ მოვაგვარეთ ეს სიტუაცია თავის დროზე, დასალევი წყალი საერთოდ აღარ იარსებებს და არამარტო მოსახლეობა, არამედ სხვა ცხოველები, მცენარეევი და მწერები დაიღუპებიან. დედამიწა მთლიანობაში გახდება სასიცოცხლოდ უვარგისი.აუცილებელია რაიმე ხერხით მყინვარების დნობის შეჩერება, რადგან ადამიანებს ზიანი არ მიაყენოს არა მარტო ადამიანებს მთლიან დედამიწასაც, Არსებობს უდიდესი საშიშროება იმისა, რომ განადგურდება პოტენციურად უძველესი ცივილიზაციები და კულტურები, რომელთაც ნელ-ნელა გამოღრღნის კლიმატის ცვლილება და წაშლის მათ დედამიწიდან. ყინულის და მყინვარების დნობა ზღვის დონის აწევას უწყობს ხელს რაც ადამიანს შეუქმნის პრობლემებს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას დააზარალებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს Განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მთიანი ტერიტორიების სამეცნიერო შესწავლას, მათი ბუნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოჩენას, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების კვლევას, რეკრეაციული შესაძლებლობებისა და რესუსრსების მარაგის განსაზღვრას, მდგრად ტერიტორიულ დაგეგმარებასა და სივრცით მოწყობას.წინასწარ, რომ ვიცოდეთ ის საფრთხეები რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, მივიღებთ გარკვეულ ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები. თუ გვინდა მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება, რაც პოტენციურად ბარის რეგიონების მდგრად განვითარებასაც გულისხმობს მნიშვნელოვანია ტუპუნგატოსა და მსგავსი მყინვარების დნობის შეჩერება.


Comments

Popular posts from this blog

მყინვარები

ჭაუხის მყინვარი