მყინვარები

 ტუპუნგატო ჩილეს რიგით მეექვსე უმაღლესი მწვერვალი და ყველაზე მაღალი მთაა მდინარე მაიპოს აუზში. აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6,7 მილიონ ადამიანს. თუკი გვექნება უკეთესი მონაცემები ტუპუნგატოს მსგავს მწვერვალებზე მოსული ნალექის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებს ეცოდინებათ, რა მოცულობის წყალი უნდა გამოყონ ამა თუ იმ წელს.


2015 წლისთვის „მეგაგვალვა“ დაიწყო და ყოველ მომდევნო წელს, საშუალოდ, მესამედით ნაკლები წვიმა მოდიოდა. გვალვის დაწყებიდან ყველაზე მშრალ წელს, 2019-ში, ნორმალური რაოდენობის ნალექის მეოთხედზე ნაკლები აღინიშნა.ათწლეულის განმავლობაში ჯამურ ნალექიანობაზე გარკვეული ბუნებრივი ცვალებადობა ახდენს გავლენას, ამბობს გარო, მაგრამ ცალსახაა, რომ „მეგაგვალვაში“ წვლილი კლიმატის ცვლილებასაც შეაქვს. ზოგადად მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება მშრალ რეგიონებს კიდევ უფრო დააშრობს, სველ რეგიონებს კი – მეტად დაასველებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს აქამდეც ჰქონია მშრალი პერიოდები, ასეთი ცუდი მდგომარეობა ან ასეთი გრძელი გვალვა აქამდე არ ყოფილა. მსოფლიო ტემპერატურის მატებასთან ერთად შეიცვალა ამინდის კანონზომიერებები, რომლებიც ოდესღაც ნალექს წარმოქმნიდნენ.

გლობალური კლიმატის ცვლილება, საშუალო ტემპერატურის მატება გავლენას ახდენს ამ მყინვართა მდგომარეობაზე, კერძოდ მისი დნობის სიჩქარის მომატებაზე რაც მოქმედებს იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე.ყველაზე დიდი პრობლემა ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის არის ნახშირორჟანგის მომეტებული რაოდენობა ატმოსფეროში, რაც გამოწვეულია  ბუნებრივი საწვავის, ტყეების გაჩეხვისა და სხვა მიზეზებით. თითოეული ეს ფაქტორი მონაწილეობს მიკროკლიმატის ჩამოყალიბების პროცესში და შემდგომში აყალიბებს გლობალურ კლიმატს. კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია.მათ უმეტესობას ატმოსფერო ბუნებრივად შეიცავს, თუმცა ადამიანი თავისი საქმიანობის შედეგად ზრდის მათ კონცენტრაციას.

მყინვარები გარემოს მნიშვნელოვანი კომპონენტი და შემადგენელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ისინი მტკნარი წყლის მარაგს წარმოადგენენ, მათი არსებობა მნიშვნელოვანია მდინარის ჩამონადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ტურიზმის თვალსაზრისითაც, ასევე, სტიქიების შემთხვევაში, როგორიცაა მყინვარული ტბები, რომელთა წარმოქმნაც საკმაოდ გახშირდა. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე წლის წინ ჭუბერის თემში მომხდარი სტიქია. მყინვარების დნობის შედეგად ირღვევა ფერდობების სტაბილურობაც და წარმოიქმნება მყინვარული ზვავები, რაც საქართველოშიც არაერთხელ მოხდა ბოლო წლებში.

ნებისმიერ შემთხვევაში (იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი) მყინვართა დნობის პროცესის შესწავლა უცილებელია. ამან შეიძლება მნიშვნელოვანწილად აგვარიდოს მყინვარული სტიქიებით გამოწვეული ზარალი. უნდა ვაკვირდებოდეთ არა მარტო მყინვართა უკან დახევას, არამედ მყინვარულ ჩამონადენსა და ნაშალ მასალასაც. მაგალითად, იალბუზის აღმოსავლეთ ფერდობებზე გეოფიზიკური რადარით გადაღებისას აღმოვაჩინეთ, რომ ნაშალი მასალის ქვეშ რამდენიმე ათეული მეტრი სისქის განმარხებული ყინულოვანი მასაა. ნაშალი მასალა დიდ გავლენას ახდენს მყინვართა დნობაზე.არავინ იცის, დნობის პროცესი როგორ წარიმართება. ამიტომაც საფრთხის თავიდან ასაშორებლად მყინვარებზე მიმდინარე პროცესების ძირეული შესწავლაა საჭირო.



Comments

Popular posts from this blog

ტუპუნგატოს მყინვარი

ჭაუხის მყინვარი