ჭაუხის მყინვარი
ანთროპოგენული ფაქტორით გამოწვეულ გლობალური კლიმატცვლილებს ასევე დიდი გავლენა აქვს საქართველოში არსებულ მყინვარებზე. ერთ-ერთი არის ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არის. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მყინვარწვერი დადნა მთლიანად ან ნაწილობრივ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გლაციოლოგ-გეომორფოლოგი ლევან ტიელიძე აცხადებს, რომ საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, თუმცა მყინვარების გაქრობის მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა სწორედ ყაზბეგის რაიონშია. რამდენიმე ათეული წლის წინ ყაზბეგის მხარე მთლიანად ყინულით იყო დაფარული. დღეს კი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს მისი დნობის პროცესი. მესტიისა და ცენტრალური კავკასიის მყინვარებთან შედარებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე ყინული განსაკუთრებული სისწრაფით დნება. ჭაუხის მყინვარი ერთადერთია, რომელიც მდებარეობს არაგვის აუზში. შარშან თებერვლის თვეში ჩატარებული ექსპედიიციის დროს ჭაუხზე თითქმის აღარ იყო თოვლი. იგი, როგორც მყინვარი, ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაც კლიმატის ცვლილებასთან პირდაპირ კავშირშია. ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით, ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არსებობს. ენგურის, მესტიის ან კოდორის მყინვარებთან შედარებით, ყაზბეგის რაიონში შეინიშნება დიდი რაოდენობით ყინულის მასის დნობა, რაც დაკავშირებულია ამ რაიონში ტემპერატურის მატებასთან. 1960-იანი წლებიდან 2000 წლებამდე ჰაერის ტემპერატურის მატება შეინიშნება. საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, რაც საკმაოდ ბევრია ისეთი მცირე ტერიტორიისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა ყინულის დნობა მაინც გამოიწვევს გარკვეულ ზიანს, რადგან ყინული არის წყლის მარაგი. ამ მასის გაქრობა კი დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს მტკნარ წყალს, რადგან დიდი მდინარეების უმეტესობა სწორედ ყინულებიდან გამოედინება. ასეთებია ენგური, ხობი, რიონი, თერგი, ლიახვი და სხვა.
მყინვარებზე ყინული დნობა მუდმივად მიმდინარეობს, ერთი მხრივ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ ეს პროცესები მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს მსგავსი გამოცდილება. აუცილებელია ამ საკითზე აქტიური მუშაობის დაწყება და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მყინვარები.
თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მყინვარების გაქრობაზე გავლენას კლიმატი ახდენს და ამ პროცესის შეჩერება ასე მარტივად ვერ მოხერხდება. მეორე მხრივ, უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია და მოვერგოთ გარემოს. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რათა მათ შეძლონ და სწორად გამოიყენონ შეცვლილი გარემო პირობები.
Comments
Post a Comment