Posts

Showing posts from November, 2023

ჭაუხის მყინვარი

  ანთროპოგენული ფაქტორით გამოწვეულ გლობალური კლიმატცვლილებს ასევე დიდი გავლენა აქვს საქართველოში არსებულ მყინვარებზე. ერთ-ერთი არის  ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არის.  ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ  რამდენი მყინვარწვერი დადნა მთლიანად ან ნაწილობრივ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გლაციოლოგ-გეომორფოლოგი ლევან ტიელიძე აცხადებს, რომ საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, თუმცა მყინვარების გაქრობის მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა სწორედ ყაზბეგის რაიონშია.  რამდენიმე ათეული წლის წინ ყაზბეგის მხარე მთლიანად ყინულით იყო დაფარული. დღეს კი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს მისი დნობის პროცესი. მესტიისა და ცენტრალური კავკასიის მყინვარებთან შედარებით, საქართველოს ამ ტერიტორ...

ტუპუნგატოს მყინვარი

Image
ტუპუნგატო ჩამქრალი ვულკანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვულკანური ისტორია აქვს და ანდების სისტემას მრავალფეროვნებას სძენს. Აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6.7მილიონ ადამიანს. ტუპუნგატო არის სატურისტო ცენტრი,სადაც განვითარებულია მეღვინეობა,ალპინიზმი და ასე შემდეგ. Ყველაზე დიდ გავლენას მყინვარების დნობაზე კლიმატის ცვლილება ახდენს, რომელიც ანთროპოგენურადაა გამოწვეული და უდიდეს საფრთხეს უქმნის გლობალურად ლანდშაფტს.კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და გამოწვეულია დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციით, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ანთროპოგენური ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს.ასევე არასწორი ურბანიზაცია,ბუნებრივი წყლის დაბინძურება ან მისი საშუალებით არასაჭირო,ზედმეტი მინარევების დამზადება, არასწორ ადგილას წყალსაცავების აგება. მეცნიერები შეჯერდნენ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომ ადამიანი ყველაზე მეტად თავისი საქმიანობით ახდენს ...

მყინვარები

Image
  ტუპუნგატო ჩილეს რიგით მეექვსე უმაღლესი მწვერვალი და ყველაზე მაღალი მთაა მდინარე მაიპოს აუზში. აქედან მიეწოდება წყალი სანტიაგოს და მის გარშემო მცხოვრებ 6,7 მილიონ ადამიანს. თუკი გვექნება უკეთესი მონაცემები ტუპუნგატოს მსგავს მწვერვალებზე მოსული ნალექის შესახებ, მთავრობის წარმომადგენლებს ეცოდინებათ, რა მოცულობის წყალი უნდა გამოყონ ამა თუ იმ წელს. 2015 წლისთვის „მეგაგვალვა“ დაიწყო და ყოველ მომდევნო წელს, საშუალოდ, მესამედით ნაკლები წვიმა მოდიოდა. გვალვის დაწყებიდან ყველაზე მშრალ წელს, 2019-ში, ნორმალური რაოდენობის ნალექის მეოთხედზე ნაკლები აღინიშნა.ათწლეულის განმავლობაში ჯამურ ნალექიანობაზე გარკვეული ბუნებრივი ცვალებადობა ახდენს გავლენას, ამბობს გარო, მაგრამ ცალსახაა, რომ „მეგაგვალვაში“ წვლილი კლიმატის ცვლილებასაც შეაქვს. ზოგადად მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება მშრალ რეგიონებს კიდევ უფრო დააშრობს, სველ რეგიონებს კი – მეტად დაასველებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩილეს აქამდეც ჰქონია მშრალი პერიოდები, ასეთი ცუდი მდგომარეობა ან ასეთი გრძელი გვალვა აქამდე არ ყოფილა. მსოფლიო ტემპერატურის მ...

დედამიწის კლიმატური ისტორია

 დედამიწის კლიმატური ისტორია ასობით მილიონ წელს მოიცავს. გასული 900 ათასი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ხანგრძლივი დათბობისა და აციების მონაკვეთები, რომელიც გამყინვარებისა და ამ პროცესის შემდგომი დათბობის პერიოდების სახელითაა ცნობილი. მრავალი საუკუნის განმავლობაში  ადამიანის   ზემოქმედებით მიმდინარეობდა  კლიმატზე   გავლენა, თუმცა აღნიშნული პროცესი ადამიანისთვის შეუმჩნევლად წარიმართებოდა.   XX საუკუნეში   ადამიანის საქმიანობამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია, შესაბამისად დგება საკითხი ადამიანის მიერ კლიმატზე გაუფრთხილებელ გავლენაზე. კლიმატზე გავლენას ახდენს გლობალური ხასიათის პროცესები, როგორებიცაა: მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, სინოტივის დაკარგვას და ატმოსფეროში მტვერიანობის გაზრდას; ტყეები განადგურება, განსაკუთრებით ტროპიკულისა, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე; საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც იცვლება ალბედო და მიმდ...